დუბაი პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, რომელიც მნახველებს აოცებს ცათამბჯენებით, ტექნოლოგიებით, შთამბეჭდავი პლაჟებითა და უმაღლესი ხარისხის სერვისით. გიგანტური ცათამბჯენები, მათ შორის „ბურჯ ხალიფა“; „საოცრებათა ბაღი“ და სხვა ცნობილი ღირსშესანიშნაობები ყოველწლიურად იზიდავს მილიონობით ტურისტს, რომელთა ნაწილმაც შეიძლება არაფერი იცოდეს დუბაის სხვა, არანაკლებ საინტერესო სანახაობების შესახებ.
ერთადერთი სერტიფიცირებული ქართველი გიდი დუბაიში, დიანა ნანუაშვილი გვიამბობს, რომ თავის ტურებში ყოველთვის ითვალისწინებს ისეთ ადგილებს, რომლებიც ნაკლებად არის ცნობილი, თუმცა კარგად წარმოაჩენს ქალაქის ისტორიას, კულტურასა და მრავალფეროვნებას. სწორედ ასეთი მრავალფეროვნებითა და საინტერესო მიგნებებით გარდა პოპულარული დიანა ნანუაშვილის ტურები არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ ტურისტებში. საბოლოოდ მან დააფუძნა საკუთარი ტურისტული კომპანია Diana Holidays, რომელიც დამთვალიერებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ემსახურება.
სწორედ პროფესიონალი გიდი გვიამბობს იმ ადგილების შესახებ, რომელსაც მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ერთად აუცილებლად უნდა ესტუმროთ, თუ ნამდვილი დუბაის აღმოჩენა გსურთ:

1. მსოფლიოს კუნძულები (The World Islands)
„მსოფლიოს კუნძულები“ დუბაის ერთ-ერთი მთავარი სანახაობაა. ის ხელოვნურად შექმნილი კუნძულების არქიპელაგია, რომელიც მსოფლიოს რუკის კონტურებს გამოსახავს.
თუ კუნძულზე ვიზიტს გეგმავთ, დიანა ნანუაშვილი გირჩევთ, რომ კონკრეტულად „მონაკოს კუნძულს“ ესტუმროთ, სადაც პრემიუმ კლასის სასტუმროები და გართობისთვის სრულიად განსხვავებული სივრცეები დაგხვდებათ. „მონაკოს კუნძული“ შექმნილია ევროპული არქიტექტურის შთაგონებით და იდეალურად ადაპტირდება ქალაქის საერთო, ინოვაციურ ესთეტიკასთან.

2. ალ ფაჰიდის ისტორიული უბანი
ალ ფაჰიდის უბანი დუბაის ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილია, რომელიც მე-19 საუკუნიდან ინახავს ქალაქის ტრადიციებსა და კულტურას. უბანი ისტორიის მოყვარულებს ახალი აღმოჩენების გაკეთების შესაძლებლობას აძლევს. ქვის სახლები, პირდაპირ მიწაზე მოწყობილი სამლოცველოები და უძველესი არაბული არქიტექტურა აქაური კულტურის შეცნობაში დაგეხმარებათ.
ქალაქის ამავე ნაწილში მდებარეობს დუბაისა და ყავის მუზეუმები, სადაც ქალაქის ისტორიასა და კულტურას გაეცნობით და ბევრ რამეს შეიტყობთ საყვარელი სასმლის შესახებ.

3. დუბაის თევზის ბაზარი
როგორც წესი, ბაზრები ყველაზე კარგად გვიყვება ქალაქის ცხოვრების წესზე. გამონაკლისი არც დუბაის თევზის ბაზარია (Deira Fish Market), რომელიც ქალაქის ძველი უბნის მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება. ეს ადგილი ასევე განთქმულია სანელებლებით, ხილითა და ბოსტნეულით. აქ შეიგრძნობთ ისლამური სამყაროს სავაჭრო კულტურის ხიბლსა და ბევრ ადგილობრივთა შესახებ ბევრ საინტერესო სიახლეს შეიტყობთ.
ბაზარშივე შეგიძლიათ გაეცნოთ არაბული სამზარეულოს მთავარ კერძებსა და მათ ინგრედიენტებს. ასევე შეგიძლიათ, მოვაჭრეებს პროდუქტების ფასებზეც მოელაპარაკოთ, შეძენილ თევზს კი მიმდებარედ პატარა ადჰილობრივ რესტორანში მოგიმზადებენ.

4. მუჰამედ ბინ რაშიდის ბიბლიოთეკა
მუჰამედ ბინ რაშიდის ბიბლიოთეკა ყველაზე დიდი ბიბლიოთეკაა დუბაიში. ბიბლიოთეკა 2022 წელს გაიხსნა და უნიკალური არქიტექტურით მაშინვე მიიპყრო ყურადღება - შენობას გადაშლილი წიგნის ფორმა აქვს.
ბიბლიოთეკაში განთავსებულია მილიონობით წიგნი, დოკუმენტი და ციფრული მასალა, რომელიც ხელმისაწვდომია მკვლევრებისთვისა და დამთვალიერებლებისთვის. აქვე რეგულარულად იმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება და ლექციები, რაც ბიბლიოთეკას კიდევ უფრო საინტერესო ადგილად აქცევს.

5. Deep Dive Dubai – ყველაზე ღრმა ადგილი ყვინთვისთვის
Deep Dive Dubai მსოფლიოში ყველაზე ღრმა ყვინთვის ცენტრად ითვლება. მისი სიღრმე 60 მეტრს აღწევს. ის წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს სტუმრებზე, რადგან წყალქვეშ ქალაქის სიმულაციაა მოწყობილი. თუ აქამდე ყვინთვის გამოცდილება არ გქონიათ, ინსტრუქტორები აქვე შეგასწავლიან ან შეძლებთ, მათთან ერთად ჩაყვინთოთ და დატკბეთ წყალქვეშა სამყაროს ხედებით.

6. ჰატას მთები და სოფელი
ჰატას სოფელი და მთები დუბაის გარეუბანში მდებარეობს. აქ ქალაქის მთავარი ნაწილისგან სრულიად განსხვავებული გარემო დაგხვდებათ და შთამბეჭდავი ურბანული ხედების შემდეგ დატკბებით ბუნებით, ნახავთ ტრადიციული არაბული სოფლის ნაშთებსა და ისტორიულ მეჩეთებს.
ჰატას სოფელში რამდენიმე ისტორიული ნაგებობა და მუზეუმია, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მეტი გაიგოთ ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციების შესახებ.

7. ალ სერკალის გამზირი (Al serkal Avenue)
როგორც დიანა ნანუაშვილი გვიამბობს, დუბაის ამ კვარტლის შესახებ ბევრ ტურისტს არ სმენია, მაშინ როცა ის ქალაქის კრეატიულ ცენტრად მიიჩნევა.
ალ სერკალი აერთიანებს თანამედროვე ხელოვნების გალერეებს, სტუდიებსა და მოდის ბუტიკებს. აქ ერთმანეთს ხვდებიან თანამედროვე ხელოვანები და დიზაინერები, რომლებიც ახალ ნამუშევრებს ქმნიან. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ შეხვდეთ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ხელოვანებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ გამოფენებსა და არტ-ღონისძიებებში.

8. ალ კუდრას ტბები
ალ კუდრას ტბები დუბაის უდაბნოში მდებარეობს. ის ხელოვნურად შექმნილი ოაზისია და ველური ბუნებითა და გასაოცარი სილამაზით გამოირჩევა.
„აქ შეხვდებით მელაკუდრას ფლამინგოებს, ვარხვებს და სხვა ფრინველებს, რაც ტურისტებისთვის განსხვავებული და სიურპრიზებით სავსე გამოცდილებაა. ალ კუდრას ტბები, განსაკუთრებით შთამბეჭდავია მზის ჩასვლის დროს, რაც მას იდეალურ ადგილად აქცევს პიკნიკებისა და დასვენებისთვის“, - აღნიშნა დიანა ნანუაშვილმა.

9. Khor Fakkan - ქალაქი დუბაის მიმდებარედ
დუბაისგან დაახლოებით 140 კილომეტრში მდებარე ულამაზესი პატარა ქალაქია, რომელიც ერთ-ერთი უნიკალური ადგილია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. ის ხორფაქქანის ყურესთან მდებარეობს და თავისი ულამაზესი პლაჟებით არის ცნობილი.
ქალაქში შეგიძლიათ დაკავდეთ ყვინთვით, ისეირნოთ კაიაკებით და ჩაერთოთ სხვა საინტერესო აქტივობებში, რაც აქ ვიზიტს უფრო დასამახსოვრებელს გახდის.

10. რას ალ კჰორის ველური ბუნების ნაკრძალი
შეიძლება უჩვეულოდ ჟღერდეს, მაგრამ დუბაიში ნამდვილად მდებარეობს ველური ბუნების ნაკრძალი და ის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სანახაობაა.
„აქ შეგიძლიათ იხილოთ ფლამინგოები და მრავალი სხვა იშვიათი ფრინველი. ნაკრძალი ცნობილია მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით. აქ ყველაფერი საოცრად შთამბეჭდავი და საინტერესოა“, - აღნიშნა დიანა ნანუაშვილმა.
დუბაის მთავარ სანახაობებთან ერთად ქალაქის ამ გამორჩეული ნაწილის დასათვალიერებლად დაუკავშირდით დიანა ნანუაშვილს, ერთადერთ სერტიფიცირებულ ქართველ გიდს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ფეისბუქის ან WhatsApp-ის მეშვეობით ნომერზე +971 50 713 4372.
R