ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ მეგობრები ვართ, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თბილისში, საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მიხაილ როთმა აღნიშნა, რომ მათ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის გამო აკრიტიკებენ.
"ჩარევაა თქვენი ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრა? მამაც ქალბატონთან, ევროპის ერთგულ ქალბატონთან, რომელიც თქვენი ქვეყნის მომავლისთვის თქვენთან ერთად იბრძვის? ჩარევაა თქვენთან, ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მებრძოლ ამაყი ქვეყნის მოქალაქეებთან შეხვედრა? საქმე ჩარევას არ ეხება, არამედ საერთო მომავალს ერთიან ევროპაში და ჩვენ აქ ამიტომ ვართ“, - აღნიშნა მიხაილ როთმა.