ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ "ტელეგრამ" არხებზე გავრდცელდა.
ამასთან, აღინიშნება, რომ დაკავებულების ახლობლებმა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა გუმისთას ხიდი გადაკეტეს, "დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით".
როგორც მედია აღნიშნავს, "ტელეგრამის" არხების ცნობით, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან სპონტანურ აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები "სოხუმის თავისუფლების მოედანზე" გადავიდნენ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ "ოპოზიცია" 15 ნოემბერს, როცა ე.წ. პარლამენტი რუსეთ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს განიხილავდა, აქციას გამართავდა.