ავტორი:

"ეს იყო მისი პირველი მასშტაბური კონკურსი ბარსელონაში" - 9 წლის ანასტასია თხელიძის წარმატების ამბავი

"ეს იყო მისი პირველი მასშტაბური კონკურსი ბარსელონაში" - 9 წლის ანასტასია თხელიძის წარმატების ამბავი

9 წლის ანასტასია თხელიძე ნიჭიერი და სიმღერაზე შეყვარებული გოგონაა. გასულ კვირას ბარსელონაში მე-16 საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა დარგს მოიცავს, წარმატებას ვოკალის კატეგორიაში მიაღწია. მის ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა - ჟიურის და ფესტივალის დამფუძნებლის ყურადღება მიიქცია.

თუ რა გზა გაიარა გოგონამ აღნიშნულ კონკურსამდე და სამომავლოდ რა გეგმები აქვს, AMBEBI.GE - ს ნინო წამალაიძე, ანასტასია თხელიძის დედა ესაუბრება:

_ აგვისტოში გავიარეთ ონლაინ რეგისტრაცია, კასტინგი, მოსმენა და ანასტასია ამის შედეგად მოხვდა კონკურსანტებს შორის. შემდეგ კი უკვე ესპანეთში გავემგზავრეთ. ფესტივალი 25 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა. მონაწილეები იყვნენ სხვადასხვა კატეგორიაში - ქორეოგრაფია, გუნდი, ვოკალი...

26-ში ვოკალის კატეგორია იყო, ჯერ შესარჩევი კონკურსი გაიმართა, სადაც ჟიურის გადაწყვეტილების შემდეგ, ანასტასია ფინალში გადავიდა. გალა კონცერტის შესახებ წინა დღეს გავიგეთ.

ვოკალის კატეგორიაში მონაწილეებს სულ 32 ნომერი უნდა წარმოედგინათ, ჯამში ფესტივალს 400 კონკურსანტი ჰყავდა. ფინალში ანასტასია თავის ასაკობრივ კატეგორიაში პირველ ადგილზე გადავიდა. ანასტასიამ ჟიურის მიერ არჩეული სიმღერა შეასრულა.

_ ეს მისთვის პირველი საერთაშორისო კონკურსი იყო?

_ კი, მისთვის პირველი სერიოზული ასპარეზი გახლდათ. მანამდე საქართველოში ბევრი გამოსვლა ჰქონდა... ყველა აღნიშნავდა, რომ გოგონა სცენაზე არის თავისუფალი, სცენური, არტისტული. შემიძლია ვთქვა, რომ ეს თვისება მას დაბადებიდან აქვს,

არტისტულია, სტანდარტულად და ბანალურად არასდროს მღერის. როდესაც კონცერტებზე გადის, არ ვიცით, როგორ იმღერებს, ნომერს როგორ წარმოადგენს. ასრულებს ქართულ და ინგლისურ ენებზე. მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე ლაღი და თავდაჯერებულია, ეს მისთვის უცხო ქვეყანაში გამოსვლის მასშტაბური და პირველი კონკურსი გახლდათ, ამიტომ შეგუებული იყო იმას, რომ შეიძლებოდა, ფინალში ვერც გადასულიყო. ესეც გათავისებული და მიღებული ჰქონდა.

ორივე გამოსვლის შემდეგ, როდესაც მის შთაბეჭდილებებს ვეკითხებოდი, - არა, არ განვიცდიდი, ვიცოდი, რომ კარად ვიმღერებდიო. - საკუთარ თავში დარწმუნებული იყო. თან ამბობს ხოლმე, - ღელვა არ შემეფერება, მე ხომ ლომი ვარ. ბავშვობიდან თამამი, გაბედული და საკუთარ თავში დარწმუნებულია.

_ რა ასაკიდან მღერის?

_ ბავშვობიდან სულ მღეროდა. 4 წელი თინიკოს ჭოხონელიძესთან დადიოდა და ერთი წელია, რაც ნანა დაუშვილთან გადავიდა. ამას დაერთო მისი ქართულ ცეკვებში ჩართვა,ირინა მახარაძემ, მისმა ქორეოგრაფმა, რომელთანაც უკვე მეორე კლასშია,სცენაზე უფრო პლასტიკური გახადა. ამ ყველაფერმა კი ადვილად გაუხსნა კარი მის იმ ჩართულობას, რაც რეალურად ერთი წელია ანასტასიასგან მივიღეთ.

_ მოკლედ, ძალიან უყვარს სიმღერა...

_ სულ მღერის, აბაზანაში, მეცადინეობამდე, მეცადინეობის შემდეგ. ვერ აღგიწერთ, როგორ უყვარს სიმღერა... ეს ფესტივალი კი ჩვენთვის სრულიად ახალი ეტაპი აღმოჩნდა.

_ მეცადინეობაც ასევე უყვარს? რომელ სკოლაში დადის ანასტასია?

_ გერმანულ-ქართული საერთაშორისო სკოლის „სხივი“ მოსწავლეა. სწავლობს კარგად, მობილიზებული გოგონაა - უყვარს მეცადინეობა, ხატვა, კითხვა. ხატვაზე დადიოდა, მაგრამ ახლა დროის უქონლობის გამო, ვეღარ ახერხებს...

ახალი გაცნობილიც რომ გყავდეთ, ზუსტად 5 წუთში გეცოდინებათ ყველაფერი მისი და მისი ოჯახის შესახებ. არ არსებობს ადამიანი ასაკის, სქესის მიუხედავად, რომ ვინმესთან კომუნიკაცია გაუჭირდეს. ეს თვისება თავიდანვე აქვს. თბილი და მოსიყვარულეა. ანასტასიას მეტყველების დახვეწაში და მრავალფეროვნებაში მისი ბებია აქტიურად იყო ჩართული. ბევრ ლექსს ასწავლიდა. თითოეულ ლექსს ემოციით და არტისტულად ჰყვებოდა. ამის ამსახველი ვიდეოებიც გვაქვს. იქიდან მომყვება თავისუფლება პუბლიკასთანო, - თვითონ ასე აღნიშნავს ხოლმე.

_ მომავალში სიმღერის კუთხით უნდა რომ წავიდეს?

_ კი. ჩემს მეუღლეს ეუბნება, - მამა, ცოტა ხანში ძალიან პოპულარული უნდა გავხდე. ეს მხოლოდ დასაწყისიაო.

_ ექიმი ყოფილხართ და ექიმობას არ ურჩევთ?

_ ჩვენი უფროსი შვილი, 22 წლის ლუკაა, მომავალი ექიმი. მეოთხე კურსის სტუდენტია. სულ წიგნებშია ჩაფლული. ჩვენს ოჯახში მისი სახით მომავალი ექიმი იზრდება. ყველა საგანს ინგლისურად სწავლობს და წარმოუდგენლად დიდ შრომაშია.

_ როგორია ანასტასიას უახლოესი გეგმები?

_ ახლახან ინგლისიდან, პრესტიჟული საერთაშორისო ონლაინ კონკურსიდან სერტიფიკატები მივიღეთ, იქაც ფინალში გადავიდა. პლატინის პრიზი აიღო, მედალიც გამოგვიგზავნეს.

იაპონიიდან ძალიან დიდი და საინტერესო შემოთავაზება გვაქვს, რადგან აგვისტოში ფინალში გადავიდა. საკონსულოს ოფიციალური მიწვევა მივიღეთ. ეს საფინალო ტური უნდა დამთავრდეს და გალა კონცერტი 24-25 დეკემბერს ტოკიოში გაიმართება. ჯერ არ ვიცით, ვიზა მოგვეცემა თუ არა, თუმცა ესეც მასშტაბური კონკურსი იქნება.

R