ავტორი:

"ოქტომბრის დასანანი მატჩების შემდეგ, აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ვითარება" - საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით ვარჯიშობს (ფოტოები)

"ოქტომბრის დასანანი მატჩების შემდეგ, აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ვითარება" - საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით ვარჯიშობს (ფოტოები)

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

13 ნოემბერს, ჩვენმა გუნდმა საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა. ეროვნული ნაკრების ოფიციალური "ფეისბუქგვერდი" ნაკრების ვარჯიშიდან ფოტოებს რეგულარულად აქვეყნებს, რომელსაც ამ სტატიაში გთავაზობთ.

fexburTi, nakrebi

მოახლოებული მატჩების და საწვრთნელი შეკრების მიმდინარეობის შესახებ კომენტარი ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი გველესიანმა გააკეთეს.

ბუდუ ზივიზვაძე (ეროვნული ნაკრების წევრი):

zivzivadze

"წლის ბოლო შეკრებაა. ორი შეხვედრა გველის და ყველას გვსურს, რომ პოზიტიურად დავასრულოთ სანაკრებო წელი. ოქტომბრის შეკრება არ იყო ისეთი, როგორც გვსურდა. თუმცა, ვეცდებით, რომ ახლა გამოვასწოროთ ჯგუფში ვითარება და დავბრუნდეთ იქ, სადაც სექტემბრის შეკრების შემდეგ ვიყავით. მზად ვართ, რაც მთავარია, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ".

გიორგი გველესიანი (ეროვნული ნაკრების წევრი):

"შეკრება, როგორც ყოველთვის, ძალიან დადებითი ენერგიით მიმდინარეობს. სრულფასოვნად ვემზადებით და ოქტომბერში განცდილი დასანანი მატჩების შემდეგ, აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ვითარება.

არასდროს მითამაშია ბათუმის ახალ სტადიონზე. რა თქმა უნდა, იქაც განსაკუთრებული გულშემატკივარი გვყავს და დარწმუნებული ვარ შესაბამისი ატმოსფერო დაგვხვდება. ჩვენც მაქსიმუმს გავაკეთებთ და იმედი მაქვს, სამ ქულას მოვიპოვებთ".

mikautadze, davitashvili

წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები ბათუმში, 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ჩეხეთს, ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება. დისკვალიფიკაციის გამო, უკრაინასთან საშინაო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს.

gocholeishvili

chakvetadze_kvartsxelia

mikautadze

chakvetadze