ავტორი:

კადრები ოკუპირებული აფხაზეთიდან - მომიტინგეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, დამტვრეულია ინფრასტრუქტურა

კადრები ოკუპირებული აფხაზეთიდან - მომიტინგეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, დამტვრეულია ინფრასტრუქტურა

ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, მომიტინგეებმა “პარლამენტის“ ფანჯრები შეამტვრიეს და შენობაში შევიდნენ.

apxazeti
“ასე გამოიყურება რისხვა“ - წერს ტელეგრამარხი respublica

afxazeti
შენობას აღარ აქვს ფანჯრები
დაზიანებულია ინფრასტრუქტურა

სამთავრობო შენობების კომპლექსთან შეკრებილი მომიტინგეები აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომას მოითხოვენ.

“მშვიდად წავიდეს, ლამაზად წავიდეს, ფანჯრების და კარების ჩამტვრევა არ გვინდა“, - ციტირებს მედია აქციის ერთ-ერთ მონაწილეს.

Dnewsabkhazia -ს ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პარლამენტის შენობაში განლაგებული ძალოვნების ნაწილი მომიტინგეების მხარეს გადავიდა. მათ პროტესტის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ.

სპეცრაზმის ნაწილმა შენობის მიმდებარე ტერიტორტია დატოვა.

afxazeti

როგორც ტელეგრამარხზე გავრცელებულ კადრებში ჩანს, ე.წ. პარლამენტის შენობაში აქციის მონაწილეები უკვე განლაგდნენ, ისინი წესრიგს ამყარებენ და შენობას აკონტროლებენ.

ამ დროისთვის კონტროლი დაწესებულია მთელ შენობის კომპლექსზე

შეგახსენებთ, დღეს დილიდან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან, სადაც ოკუპირებულ სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება იგეგმებოდა, საპროტესტო აქცია მიმდინარებს. მომიტინგეებსა და ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს შორის რამდენჯერმე შეხლა-შემოხლა მოხდა. აქციის მონაწილეებმა “სამართალდამცავების“ კორდონს კვერცხები, ბოთლები და სხვა საგნები დაუშინეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შენობასთან სროლის მსგავსი ხმები ისმოდა. მოგვიანებით არეულობა მიმდებარედ, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ტერიტორიაზეც გავრცელდა. ამჟამად, ე.წ. პარლამენტისა და “პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის შესასვლელები “ძალოვანი უწყებების“ წარმომადგენლებს აქვთ გადაკეტილი, მათ წინ მომიტინგეების დიდი რაოდენობაა.

შეგახსენებთ, დღეს ე.წ. პარლამენტში სოხუმს და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება იგეგმებოდა. თუმცა ე.წ. “დეპუტატებმა“ დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა ჩაიშალა. აქციის მონაწილეები “დეპუტატებისგან“ სხდომის გამართვას და პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას მოითხოვენ.

იხილეთ ასევე:

დაპირისპირება და კვერცხების სროლა ოკუპირებულ აფხაზეთში - ე.წ. პარლამენტის სხდომა დაძაბული აქციების ფონზე მიმდინარეობს (ფოტო/ვიდეო)