ავტორი:

"მწარე რეალობას ვერ გავექეცით" - გარდაიცვალა 28 წლის შორენა ონიანი, რომლის მდგომარეობაც ტყუპის გაჩენის შემდეგ დამძიმდა

"მწარე რეალობას ვერ გავექეცით" - გარდაიცვალა 28 წლის შორენა ონიანი, რომლის მდგომარეობაც ტყუპის გაჩენის შემდეგ დამძიმდა

28 წლის შორენა ონიანი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მეორე სამშობიაროში ნაადრევად ტყუპი შეეძინა, გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

'მწარე რეალობას ვერ გავექეცით, შორენა ონიანი გარდაიცვალა... გისამძიმრებ საქართველო...' - წერს "სვანეთინიუსი".

ტრაგიკული ამბავი Ambebi.ge-ს შორენას ახლობელმაც დაუდასტურა.

მშობიარობიდან რამდენიმე საათში შორენას მდგომარეობა დამძიმდა. თბილისში გადმოყვანის შემდეგ, ოჯახს ურჩიეს, რომ სასწრაფოდ თურქეთში გადაეყვანათ. შორენა ტრაპიზონის კლინიკაში გარდაიცვალა.

ნახეთ ასევე: