ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტს გაიწვევს, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას პრესსამსახური ავრცელებს.
:მსგავსი გადაწყვეტილება რესპუბლიკაში ვითარების სტაბილზებისთვის იქნა მიღებული“, - - ნათქვამია განცხადებაში.
აქამდე ოპოზიციამ ბჟანიას :პრეზიდენტის” თანამდებობიდან უპირობოდ გადადგომის მოთხოვნა წამოაყენა. დემონსტრანტთა ნაწილი ოკუპირებული რეგიონის :პარლამენტში” შეიჭრა.