საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის სერგი ბზიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის საპროტესტო მსვლელობაზე, რომელიც ცესკო-ს შენობიდან იმართება, ორი პირია დაკავებული.
როგორც მან აღნიშნა, ორივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
"ორი პიროვნებაა ამ წუთას დაკავებული. გზას კეტავდნენ და ხელს უშლიდნენ პოლიციურ მოქმედებას”, - განაცხადა სერგი ბზიშვილმა „რადიო თავისუფლებასთან”.