დიდთოვლობამ ტყიბული-ქუთაისის საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალი ჩაკეტა

დიდთოვლობამ ტყიბული-ქუთაისის საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალი ჩაკეტა

დიდთოვლობის გამო, ტყიბული-ქუთაისის მიმართულებით საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალი ჩაიკეტა.

როგორც "ინტერპრენიუსის" კორესპოდენტი ტყიბულიდან იუწყება, ქალაქში თოვლის საფარმა 1 მეტრს მიაღწია.

დიდთოვლობის გამო ჩაიკეტა საქალაქო გზებიც. თოვლმა დააზიანა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, რამაც ტყიბული-ქუთაისის მიმართულებით სარკინიგზო მაგისტრალის ჩაკეტვა განაპირობა. მაგისტრალზე აღდგენითი სამუშაობი ადგილობრივი ხელისუფლების ძალებით მიმდინარეობს.

დიდთოვლობის გამო ტყიბულის და რაიონის სოფლების მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

უხვი ნალექის გამო ჩაკეტილია ტყიბული-ამბროლაურის გზა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია