ავტორი:

"სასამართლოზე მიბრძანდება და იქ დაამტკიცოს უდანაშაულობა - ოპერატორი ან ჟურნალისტი, თუ კანონს არღვევს, ხელშეუხებელია?" - გოგა მემანიშვილი "მთავარი არხის“ ოპერატორის დაკავებაზე

"სასამართლოზე მიბრძანდება და იქ დაამტკიცოს უდანაშაულობა - ოპერატორი ან ჟურნალისტი, თუ კანონს არღვევს, ხელშეუხებელია?" - გოგა მემანიშვილი "მთავარი არხის“ ოპერატორის დაკავებაზე

სასამართლოზე მიბრძანდება და იქ დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ოპერატორი ან ჟურნალისტი, თუ კანონს არღვევს, ხელშეუხებელია?- ასე უპასუხა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ გოგა მემანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რა მიზეზით დააკავეს "მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე.

  • როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის, "მთავარი არხის“ ოპერატორი პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაშია გადაყვანილი.

"თუ არღვევდა კანონს - დააკავებდნენ, როგორც სხვა მოქალაქეს. რას იღებდა არ ვიცი, არ შევსწრებივარ მის დაკავებას. სერგი ბარამიძეს განუმარტავდა პატრულ-ინსპექტორი დაკავების არსს. სასამართლოზე მიბრძანდება და იქ დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ოპერატორი ან ჟურნალისტი, თუ კანონს არღვევს ხელშეუხებელია? თვითონ დაკავებულს განემარტებოდა დაკავების არსი, თუ უდანაშაულოდ ცნობს თავს სასამართლოში [იტყვის]“, - განაცხადა გოგა მემანიშვილმა "მთავარ არხთან“.

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულთა შორის ერთ-ერთი "მთავარი არხის“ ოპერატორი, სერგი ბარამიძეა. ბარამიძე იმ დროს დააკავეს, როცა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ვიდეოკამერით მიმდინარე მოვლენებს - კონკრეტულად კი, დაპირისპირების ერთ-ერთ შემთხვევას იღებდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკავებისას ოპერატორზე ფიზიკურად იძალადეს.