შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული მ.დ. დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე სამართალდამცველებმა მ.დ. დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.