ავტორი:

თსუ-ს შენობაში სტუდენტები კარავს შლიან - რა ვითარებაა ადგილზე?

თსუ-ს შენობაში სტუდენტები კარავს შლიან - რა ვითარებაა ადგილზე?

სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.

  • რამდენიმე სტუდენტი თსუ-ის 1-ელ კორპუსთანაა მისული და შენობაში შესვლის უფლებას დაცვის თანამშრომლები არ აძლევენ.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, მათ შენობაში შესვლის უფლება აქვთ.

პარალელურად, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტების ნაწილი თსუ-ის 1-ელი კორპუსის ეზოში კარავსაც შლის. ამ წუთებში, ისინი კონსტრუქციას აწყობენ.