ქართულ-ბრიტანული სკოლა ბიჯიესის მოსწავლეებმა საერთაშორისო წარმატებას მიაღწიეს

ქართულ-ბრიტანული სკოლა ბიჯიესის მოსწავლეებმა საერთაშორისო წარმატებას მიაღწიეს

წმინდა გიორგის ქართულ-ბრიტანული სკოლა ბიჯიესის მოსწავლეებმა საერთაშორისო წარმატებას მიაღწიეს. სკოლა ორ პროგრამას ახორციელებს. ერთი გახლავთ ქართული ეროვნული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა და მეორე - ბრიტანული საერთაშორისო კვალიფიკაციის დაწყებით (iPrimary), საატესტატო (IGCSE) და საუნივერსიტეტო (A-Level) პროგრამა. ბიჯიესი Pearson Edexcel-ის ერთადერთი რეგისტრირებული სკოლაა სამივე საფეხურისთვის არა მხოლოდ საქართველოში და არამედ კავკასიის რეგიონში.

Pearson Edexcel-ის საგამოცდო ცენტრი აღიარებულია დიდი ბრიტანეთის საგანმანათლებლო სისტემის მიერ ერთ-ერთ პრესტიჟულ და ყველაზე მსხვილ საგამოცდო ცენტრად. Pearson- Edexcel-ის ბრიტანული საერთაშორისო საგამოცდო ცენტრი ადგენს სასწავლო პროგრამებსა და საგამოცდო ტესტებს და უფლებამოსილია ჩაატაროს სასკოლო და საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდები ყველა საგანში.

აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს Pearson Edexcel წარჩინებულ მოსწავლეებს აჯილდოებს. Outstanding Pearson Learner Awards (OPLA) სერტიფიკატი გადაეცემა იმ მოსწავლეებს, რომლებმაც კონკრეტულ გამოცდაში მიიღეს უმაღლესი შეფასება ევროპის, აზიის ან მსოფლიოს მასშტაბით.

2023/24 წლის გამოცდების სესიაში მიღწეული უმაღლესი შედეგებისთვის, ბიჯიესის ოთხმა მოსწავლემ დაიმსახურა OPLA-ს სერტიფიკატი. ისინი საუკეთესონი აღმოჩნდნენ ევროპის 750 სკოლის 2200 მოსწავლეს შორის 82 ქვეყნიდან.

ბიჯიესში ყოველწლიურად აღინიშნება ბრიტანეთიდან გამოგზავნილი საერთაშორისო გამოცდების სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის სკოლას ეწვია Pearson-ის რეგიონული მენეჯერი ქალბატონი ეფი სტატოპულოსი, რომელმაც გულითადად მიულოცა მოსწავლეებს წარმატება, გადასცამედლები და სერტიფიკატები.

წმინდა გიორგის ქართულ-ბრიტანული სკოლა ბიჯიესი გამორჩეულია მისი სასწავლო პროგრამითაც. სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა ახალი საგანი „დიალოგები“, რომელიც პლატონის „დიალოგების“ ანალოგითაა შექმნილი და ბავშვებს სხვადასხვა კლასში აზროვნების საფუძვლებს ასწავლის. „დიალოგების“ სასწავლო კურსი „საზოგადოება ივერიისას“ და „ფასეულობათა კვლევის საზოგადოების“ საერთო პროექტების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.

R