ავტორი:

"12 წელი ესენი როგორ გვყავდა ხელისუფლებაში? ჩვენ უნდა გამოვიდეთ გარუსების წინააღმდეგ" - მსახიობი ვახტანგ ფანჩულიძე თსუ-სთან მიმდინარე აქციაზე

"12 წელი ესენი როგორ გვყავდა ხელისუფლებაში? ჩვენ უნდა გამოვიდეთ გარუსების წინააღმდეგ" - მსახიობი ვახტანგ ფანჩულიძე თსუ-სთან მიმდინარე აქციაზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

ადგილზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ნაწილი და სამოქალაქო აქტივისტები უკვე იმყოფებიან.

  • აქციის მონაწილეების თქმით, ისინი "გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ“, ამასთან სოლიდარობას უცხადებენ სტუდენტებს, რომელთა ნაწილიც თსუ-ს ერთ-ერთ აუდიტორიაში მე-4 დღეა ღამეს ათენებენ.ისინი უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.

უნივერსიტეტთან იმყოფება მსახიობი ვახტანგ ფანჩულიძე. მისი თქმით, დღეს მნიშვნელოვანია ქუჩაში გამოსვლა და პროტესტი, რადგან საზოგადოება გარუსების წინააღმდეგ უნდა გამოვიდეს.

"დღეს მნიშვნელოვანია გამოსვლა, რადგან საქართველო 8 ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე ასეთი ხელისუფალი, მეფე და მხედართმთავარი არ ჰყოლია, რომელიც სამშობლოს აბარებს მტერს. უნივერსიტეტის ხელშეუხებლობა ფეხქვეშ გათელეს და უნივერსიტეტი აქციეს პოლიციის ყაზარმად. ეს მე არ მიკვირს, ჩვენ უნდა გაგვიკვირდეს, რომ 12 წელი ესენი როგორ გვყავდა ხელისუფლებაში. ჩვენ გვინდა ევროპა, საქართველოს სოციალური კეთილდღეობდა და ნატოს წევრობა. ჩვენ უნდა გამოვიდეთ გარუსების წინააღმდეგ" - თქვა მსახიობმა "ტვ პირველთან".

ამ დროისთვის, ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეთა ნაწილი 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.