თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე, მემორიალთან მსვლელობით მივიდნენ.
სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში, პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლები დაიწყება.
აქციის მონაწილეები „გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ“, ამასთან მათ სოლიდარობა გამოუცხადეს სტუდენტებს, რომელთა ნაწილიც თსუ-ს ერთ-ერთ აუდიტორიაში მე-4 დღეა, ღამეს ათენებენ. ისინი უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.
როგორც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ისინი გმირთა მოედნის ესტაკადის ქვეშ ორ ლოკაციაზე კარვებს გაშლიან და 22:00 საათამდე დარჩებიან.
ასევე, მისივე თქმით, საზოგადოებას მომდევნო დღეების სამოქმედო გეგმას დღესვე გააცნობენ.