ნისლისა და ძალიან დაბალი ხილვადობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისების ნაწილი გაუქმდა ან გადაიდო - ამ დროისთვის, საჰაერო მიმოსვლა აღდგენილია.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ აეროპორტების გაერთიანებაში განუმარტეს, თბილისის აეროპორტმა, დილით, 10:00 საათიდან ჩვეული რეჟიმით განაახლა მუშაობა.
“აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. გუშინ ნისლი იყო და ხილვადობა ძალიან დაბალი იყო. რეისების ნაწილი გაუქმდა ან გადაიდო. დილის 10:00 საათიდან ჩვეული რეჟიმით ვმუშაობთ“, - აღნიშნავენ აეროპორტების გაერთიანებაში.