დაჯგუფება “ჰეზბოლას“ მიერ ცენტრალურ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 70 წლის ქალის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მსუბუქი დაზიანებები მიიღო კიდევ რამდენიმე ადამიანმა.
ამასთან, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ჰეზბოლამ“ სარაკეტო იერიში მიიტანა ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქ ხაიფაში მდებარე საცხოვრებელ შენობაზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.