ავტორი:

თბილისში სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ - რა ხდება ამ წუთებში თსუ-სთან

თბილისში სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ - რა ხდება ამ წუთებში თსუ-სთან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები იკრიბებიან და მსვლელობით თსუ-სთან გადაინაცვლს.

აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. მათ სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო ბანერები აქვთ გაშლილი.

მათი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საფრთხე ექმნება, მათ შორის განათლების სფეროს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღეს საფრთხეშია საქართველოს ევროპული მომავალი და ევროპული განათლება.

პროტესტის მონაწილეთა თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეეგუებიან არჩევნების გაყალბებას, ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევას და ისინი ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ.

ასევე საპროტესტო მსვლელობას მართავენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც.

ფოტოები: მთავარი არხი