ავტორი:

"ნუ მეხები ხელით... აპირებთ თუ არა ადამიანების დარბევას? ხალხის არჩეულ დეპუტატს ასხამენ წყალს" - სიტყვიერი დაპირისპირება გეგელიასა და პოლიციას შორის (ვიდეო)

"ნუ მეხები ხელით... აპირებთ თუ არა ადამიანების დარბევას? ხალხის არჩეულ დეპუტატს ასხამენ წყალს" - სიტყვიერი დაპირისპირება გეგელიასა და პოლიციას შორის (ვიდეო)

თავისუფლების მოედანზე, სადაც პარლამენტთან მიმდინარე აქციის პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული, სპეცტექნიკაც გამოჩნდა.

  • ადგილზე შსს-ს მიერ ახლად შეძენილი წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს.

რამდენიმე წუთის წინ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა გრიგოლ გეგელიასა და სამართალდამცველებს შორის.

"აპირებთ თუ არა ადამიანების დარბევას?" - ჰკითხა “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა პოლიციელებს, რაზეც სამართალდამცველებმა მათ სთხოვეს, ნუ შევიდოდი "პოლიციასთან კონფლიქტში".

"ნუ მეხები ხელით, ამის უფლება არ მომიცია. ხალხის სახელით გეკითხები, მაქვს ამის უფლება, ხალხმა ამირჩია. ბიუჯეტი გიხდით ხელფასს. ხვალ გავიგებ შენს სახელს და გვარს, შენ სახელმწიფო გიხდით ფულს, აპირებთ თუ არა, რომ დაარბიოთ აქცია" - მიმართა გეგელიამ საპატრულო პოლიციის წარმომადგენელს. ამის შემდეგ ადგილზე წყლის ჭავლის მანქანა გამოიყენეს.

"აი ეს არის ამათი სახე. ხალხის არჩეულ დეპუტატს ასხამენ წყალს" - თქვა ამის შემდეგ გეგელიამ. როგორც სამართალდამცველებმა შემდეგ განმარტეს, წყლის ჭავლის გამოყენება "შემთხვევით მოხდა".