ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს და ხსნის რა არის მარსის "მარყუჟი" და რას მოიტანს:
"მარსის "მარყუჟი“, ანუ რეტროგრადული მარსის სამსაფეხურიანი ფაზა ასტროლოგიაში საინტერესო და მნიშვნელოვანი ფენომენია. ის მაშინ ხდება, როდესაც დედამიწიდან დაკვირვებით, მარსის მოძრაობა რეტროგრადულ, ანუ "უკუსვლის“ ილუზიას ქმნის. მარსის მარყუჟი ასოცირდება ენერგიის, მოქმედებების, დაპირისპირებების და კონფლიქტების "გადახედვასთან“, ხელახლა გააქტიურებასთან, დასკვნების გამოტანასთან და დაშვებული შეცდომების ძიებასთან. ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ასტროლოგიური მოვლენა როგორც ინდივიდს, ისე ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფს, საზოგადოებას, ხალხს "აიძულებს“ შეჩერდეს და დაფიქრდეს ერთ საკითხზე - როგორ იყენებს ის თავის ენერგიას მიზნის მისაღწევად და რამდენად ეფექტიანია მისი მოქმედებები.სრული ტრაექტორია და დეტალები:
6.09.2024 - 7.12.2024: ამ პერიოდში გააქტიურდა (ახლაც აქტიურ რეჟიმში რჩება) ის საკითხები და თემები, რომლებიც, თავს იჩენს, შემდგომ, მომავალში (მარსის რეტროგრადულობის დროს). ეს ასე ვთქვათ, "მოსამზადებელი“ ფაზაა, ხოლო თვითონ, ძირითადი მოვლენები განვითარება და შედეგის დადგომა უფრო გვიან მოხდება.
7.12.2024 - 23.02.2025: ეს ყველაზე ინტენსიური პერიოდი იქნება, როცა მარსი "გვაიძულებს“ გადავხედოთ იმ ძალისხმევას, რაც მანამდე გავიღეთ, ჩვენს ენერგიას, მოქმედებებს და სურვილებს. დავინახოთ, რა ვერ გავაკეთეთ და რატომ, რამ შეგვიშალა ხელი, რა შეცდომა დავუშვით და რა გამოვასწოროთ.
23.02.2025 - 16.05.2025: ეს იქნება 2024 წლის შემოდგომიდან გააქტიურებული და შემდგომ "დამუხრუჭებულ-გააქტიურებული“ თემების დასრულების, ასე ვთქვათ, "დახურვის" პერიოდი, როცა რეტროგრადული მარსის პერიოდში წამოჭრილი საკითხები ახსნას იპოვის ან საბოლოოდ დასრულდება.
მარსის "მარყუჟის“ ზოგადი გავლენა სხვადასხვა სფეროში, როგორც ადამიანმა, ისე საზოგადოებამ შეიძლება იგრძნო ენერგიის ნაკლებობა, დაღლილობა ან გაუჩნდეს დაბნეულობის განცდა. ვერ შეძლოს საკუთარი ძალების სწორად განაწილება. უნდა ითქვას, რომ ეს არ არის საუკეთესო დრო ახალი პროექტების დასაწყებად.
ამ დროს წარმოშობილი კონფლიქტები არ არის მოკლევადიანი. ის მრავალი შრისგან შედგება და რაღაც პერიოდის შემდეგ ახალ-ახალ ძველ შეცდომებს ატივტივებს და აჩენს. ეს ჰგავს მკურნალობის დაწყებას, როდესაც მალამო ძველი, ნეკროზულ კერებს აცილებს და ქსოვილის რეგენერაციას ახდენს. მარსის ამ ციკლის დროს ბევრი ძველი საკითხის გააქტიურება ხდება. ყველა, "ჩაუხურავი“ კომპლექსი თუ პრობლემა თავს იჩენს ხოლმე და ეს განსაკუთრებით ისახება ურთიერთობებზე.
როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში დაძაბულობის ხარისხი 2025 წლის გაზაფხულის ბოლომდე შენარჩუნდება. უფრო მეტიც, ყველა პრობლემა, რომელმაც თავი 2024 წლის შემოდგომის დასაწყისისთვის იჩინა, 2025 წლის გაზაფხულის ბოლომდე ვერ მოგვარდება. თუმცა 2024 წლის დეკემბერი იქნება ის პიკი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს 2025 წლის გაზაფხულზე დამდგარი შედეგების რაობას.
რას უნდა მოვერიდოთ მარსის "მარყუჟის“ დროს:
* ახალი პროექტების დაწყებას;
* კონფლიქტური სიტუაციების გამწვავებას;
* ხანგრძლივი გეგმების დალაგებას ან დაუგეგმავ ცვლილებებს;
* იმპულსურ ან აგრესიულ ქმედებებს.რას უნდა ვაკეთოთ მარსის "მარყუჟის“ პერიოდში:
* გადააფასეთ თქვენი ძალისხმევა, რომელსაც ამა თუ იმ საკითხის მოგვარებას სჭირდება და გააცნობიერეთ, რამდენად სწორად აკეთებთ ამას;
* გადახედეთ ძველ პროექტებს და შეიტანეთ მათში საჭირო ცვლილებები;
* გამოასწორეთ შეცდომები;
* ფოკუსირდით შინაგან ზრდაზე;
* იმუშავეთ "შიდა ენერგიაზე“: მედიტაცია, ფიზიკური აქტივობები (მაგ., იოგა) და სულიერი განვითარება;
* გაერკვიეთ საკუთარ მოტივაციაში, გაიგეთ, რა გინდათ რეალურად, რა არის თქვენი ნამდვილი მიზანი და ა. შ.