ავტორი:

“თვალყურს ვადევნებდით პარლამენტის სხდომას - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას...“ - რას წერს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო თავის საგანგებო განცხადებაში

“თვალყურს ვადევნებდით პარლამენტის სხდომას - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას...“ - რას წერს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო თავის საგანგებო განცხადებაში

“თვალყურს ვადევნებდით საქართველოს პარლამენტის სხდომას. კვლავ გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დრომდე საფუძვლიანი ან დამოუკიდებელი გზით არ იქნა გამოძიებული,“ - ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

საელჩო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება მისი საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ.

“დღეს თვალყურს ვადევნებდით საქართველოს პარლამენტის სხდომას. კვლავ გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დრომდე საფუძვლიანი ან დამოუკიდებელი გზით არ იქნა გამოძიებული.


მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება მისი საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. ვიზიარებთ ODIHR-ის მოწოდებას ხელისუფლების მიმართ, მშვიდობიანი პროტესტის ხელშეწყობისა და დიალოგში ჩართვის შესახებ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


  • 25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა, რომელსაც ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ.

სასესიოს დარბაზში მხოლოდ პარტია “ქართული ოცნების“ სიით არჩეული წევრები იმყოფებიან, მათ შორის სხდომას ესწრება სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი. რეგისტრაცია პარლამენტის 88 წევრმა გაიარა. სხდომაზე მიწვეული არიან მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელები და სასულიერო პირები.


იხილეთ ასევე: