ავტორი:

XI მოწვევის პარლამენტის კომიტეტებში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ -  როდის დამტკიცდება ახალი მთავრობა?

XI მოწვევის პარლამენტის კომიტეტებში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ -  როდის დამტკიცდება ახალი მთავრობა?

განახლებულ მინისტრთა კაბინეტს “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უსმენენ. განხილვაში არ მონაწილეობს ოპოზიცია, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას აპირებს.

ამ წუთებში პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტები ორ მოსმენას მართავს. კერძოდ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პროფილურ მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ასევე, დარგობრივი პროფილის მინისტრობის კანდიდატები არიან წარდგენილი იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.

27 ნოემბერს კი მოსმენა კულტურის, სპორტის, განათლების და მეცნიერების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე გაიმართება.

პარლამენტი ახალ მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობას 28 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე გამოუცხადებს.

პრემიერის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი. განახლებულ მთავრობაში სამი მინისტრი შეიცვალა - იუსტიციის მინისტრის პოსტს ანრი ოხანაშვილი დაიკავებს. ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დასახელებულია დავით სონღულაშვილის კანდიდატურა.

იხილეთ ასევე: