ქეთი თოფურიამ დუმილი დაარღვია და რუს კოლეგებს მიმართა. A-Studio-ს სოლისტი, ქართველი მომღერალი, რომელმაც მესამე შვილი რუს ბიზნესმენ ლევ ძენგოვთან გააჩინა, შოუბიზნესის კოლეგებს აკრიტიკებს.
თოფურიამ Instagram-ის საკუთარ გვერდზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვის ფოტო გამოაქვეყნა და გაღიზიანდა, რომ მის კოლეგებს პოსტის გაზიარება არ უცდიათ.
"იცით, ყველაზე მეტად რა მაოცებს?! სპეციალურად შევამოწმე - შევედი, რომ დამენახა, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვისაც მილიონობით გამომწერი ჰყავს, აუვლიდნენ თუ არა ჩემს პოსტს გვერდს და შემთხვევით, ხომ არ ეცდებოდნენ მის გაზიარებას. აღმოჩნდა, რომ არცერთი მათგანი არ იყო მზად ბავშვის დასახმარებლად პოსტის გაზიარებისთვის. იცით, რატომ? - როცა მსგავს პოსტს ვაზიარებ, მინიმუმ ორი ათასი გამომწერი მეკარგება. ადამიანები მიდიან, რადგან, სამწუხაროდ, სხვის ტკივილს ვერ უმკლავდებიან. თითქოს ამ ტკივილისგან გაქცევას ცდილობენ. ვერ ხვდებიან, რომ ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ და ერთმანეთის დახმარება გვმართებს,“ - აღნიშნა 38 წლის ვარსკვლავმა.
თოფურია, რომელიც ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს, მაკიაჟის, დასვენებისა და მოგზაურობის დროს თავგადასავალს, ვერ იგებს, "რა აზრი აქვს დაუსრულებელ სელფებსა და საკუთარი თავის სიყვარულს", როდესაც სადღაც ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია. მომღერალი ყველას მოუწოდებს, არ გაჩუმდნენ, გაერთიანდნენ და მათი დახმარება დაიწყონ.
"გესმით, რომ მხოლოდ საკუთარი თავით სიამაყე და აღტაცება შეუძლებელია. თქვენ გაქვთ რესურსი, რომ ადამიანებს მიმართოთ და ისინი სხვებს დაეხმარონ. ეს ხომ კარგია. აბა, რისთვის არის ეს ყველაფერი საჭირო?! მაშინაც კი თუ ამის გამო გამომწერები დაგაკლდებათ!” - ამბობს მომღერალი.
წაიკითხეთ ასევე: