ავტორი:

“მათემატიკური სკოლების ჩამოყალიბება, გაძლიერებული მათემატიკის პროგრამა და STEM სწავლების დანერგვა“ - რა ცვლილებები იგეგმება განათლების სისტემაში?

“მათემატიკური სკოლების ჩამოყალიბება, გაძლიერებული მათემატიკის პროგრამა და STEM სწავლების დანერგვა“ - რა ცვლილებები იგეგმება განათლების სისტემაში?

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატის, ალექსანდრე წულაძის განცხადებით, მათემატიკური სკოლების ჩამოყალიბება, სკოლებში მათემატიკის სწავლების გაძლიერება და STEM სწავლების დანერგვა იგეგმება.


ამის შესახებ მან კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.


“ზოგადი განათლების საფეხურზე ჩვენი მიზანია გვქონდეს ძლიერი და ინკლუზიური სისტემა, რომელიც, პირველ რიგში, უზრუნველყოფს პოზიტიურ სასწავლო გარემოს თითოეული მოსწავლისთვის. შინაარსობრივი თვალსაზრისით გვაქვს სიახლეები: 1. მე-11-მე-12 კლასებში მოსწავლეებს ექნება შესაძლებლობა მათი ინტერესებზე მორგებული სასწავლო პროგრამებისა და საგნების არჩევის.


  • დავნერგავთ ე.წ. სტრიმებს. შესაბამისად, გვექნება როგორც მათემატიკური, ჰუმანიტარული, ასევე პროფესიული “სტრიმი“.

მოსწავლეებს რომლებსაც აქვთ გადაწყვეტილი რა მიმართულებით გააგრძელონ პროფესიული განვითარება სკოლის დამთავრების შემდეგ, უკვე დამამთავრებელ კლასებში, მე-11-მე- 12 კლასში ექნებათ საშუალება გაძლიერებულად აირჩიონ ეს მიმართულებები და ეს საგნები.


  • მეორე უმნიშვნელოვანესი სიახლე:

ესაა მათემატიკური მიმართულებით, კომაროვისა და ვეკუას სკოლის მაგალითზე მთელი საქართველოს მასშტაბით მათემატიკის სკოლების ჩამოყალიბება და გაძლიერება. მათ შორის, მათემატიკური ე.წ.სტრიმისთვის. ასევე არამარტო ამ სტრიმის ამრჩევი მოსწავლეებისთვის, არამედ მათემატიკის საგნის სკოლებში დამატებით გაღრმავებულად შეტანა.


ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ 21-ე საუკუნეა. ტექნოლოგიურ ეპოქაში კი თვის დამკვიდრება და კონკურენტუნარიანობა ყველა ახალგაზრდისა და მოსწავლისთვის დიდი გამოწვევაა. ამავდროულად ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნა მოითხოვს სხვადასხვა სფეროში მიღებული ცოდნის კომპლექსურ გამოყენებას. სწორედ ამ მიზნით ვგეგმავთ მე-7-მე-8 კლასებში შევიტანოთ STEM სწავლების მიღების საშუალება. კერძოდ, მოხდება STEM კლუბების სისტემური ინტეგრირება სკოლებში, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ტექნოლოგიური ეპოქის მოთხოვნადი უნარების გაღვივებას. ჩვენი მიზანია საქართველოში უზრუნველვყოთ თავდაჯერებული ლიდერებისა და საკუთარი შესაძლებლობის რწმენის მქონე ახალგაზრდების განვითარება,“ - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.