ავტორი:

"დიპლომები ოხრადაა, ერთგულება პრაქტიკულად არ "იშოვება", ამიტომ არ გამკვირვებია ეს არჩევანი" - ნინო ნადირაძე ყაველაშვილზე

"დიპლომები ოხრადაა, ერთგულება პრაქტიკულად არ "იშოვება", ამიტომ არ გამკვირვებია ეს არჩევანი" - ნინო ნადირაძე ყაველაშვილზე

კლინიკა "ვივამედის" დირექტორი, გადაცემა "პრაიმშოუს" წამყვანი ნინო ნადირაძე-კუზანოვა სოციალურ ქსელში ეხმაურება მიხეილ ყაველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის თემას.

ამბობს, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, კანდიდატთან დაკავშირებით, არ უკვირს:

"1. საერთოდ არ ვემხრობი ეროვნული გამოცდების იდეას, რუსული მოდელია, ვემხრობი დასავლურს, სადაც სკოლაში ყველა საგანში მიღებული ნიშნებით და დახასიათებით აგრძელებ სწავლას ამა თუ იმ უნიში

2. ასევე არ მომწონს პრეზიდენტის ინსტიტუტი, გასაუქმებელია, ადრეც დავწერე, რაც შეეხება კანდიდატს, დიპლომები ოხრადაა, ერთგულება პრაქტიკულად არ "იშოვება", ამიტომ არ გამკვირვებია ეს არჩევანი" - წერს კუზანოვა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად "ხალხის ძალის“ ლიდერი, ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. ამ სიახლემ თავად "ოცნების“ გულშემატკივარიც შოკში ჩააგდო, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის წარდგენას ელოდა.

ცნობისათვის: მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრია 2016 წლიდან. მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტში ის "ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნების თარიღად 14 დეკემბერი, ხოლო პრეზიდენტის ინაუგურაციის დღედ 29 დეკემბერი ჩაინიშნა.

წაიკითხეთ ასევე: