"XS სათამაშოების“ ქსელში „შავი პარასკევის“ აქცია იწყება - 29 ნოემბერს ისარგებლეთ 30%-იანი ფასდაკლებით და 30%-იანი ქეშბექით „თიბისის“ ნებისმიერი ბარათით გადახდისას (ქეშბექი ჯამში 100 ლარი, „კონცეპტის“ შემთხვევაში - 200), ხოლო 30 ნოემბერსა და 1-ელ დეკემბერს პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე 60%-მდე ფასდაკლება გავრცელდება.
ქეშბექის აქცია მოქმედებს მხოლოდ მაღაზიაში გადახდისას მთელი საქართველოს მასშტაბით. “XS სათამაშოები“ „ბიბლუსი ჯგუფის“ ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა. ის წარმოდგენილია როგორც თბილისსა და ბათუმში, ისე სლოვენიის ქალაქებში (“XS Igrace-ის“ სახელით), სადაც 2023 წელს შევიდა.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს საერთაშორისო ბრენდების ფართო ასორტიმენტს, რომელიც გათვლილია სხვადასხვა ასაკის ბავშვისთვის, მათ შორის არის „ბარბის“, „ლეგოსა“ და სხვა წამყვანი მწარმოებლების ორიგინალი პროდუქცია.
გარდა საფირმო მაღაზიებისა, მომხმარებელს აქვს საშუალება ისარგებლოს ონლაინ მაღაზიის მომსახურებითა და მიტანის სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით.
R