ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ადიგენის რაიონში, სოფელ ზარზმაში "ზარზმის აკადემია" ფუნქციონირებს, რომელშიც გაძლიერებულად ისწავლება მათემატიკა. პროექტის ხელმძღვანელი და მასწავლებელი მამა ნაზარია, რომელიც დიდი ხნის წინ ზარზმაში ბერად აღიკვეცა და სოფელში მათემატიკის სწავლება დაიწყო. მან იმდენი მოახერხა, რომ "ზარზმის აკადემიის" 38-მა მოსწავლემ გამოცდები ჩააბარა და კომაროვის სახელობის სკოლაში გააგრძელა სწავლა. ასევე აკადემიის მოსწავლეები ხშირად იმარჯვებენ მათემატიკის ოლიმპიადებში.
ამჯერად კი, ზარზმის მამათა მონასტრის მხარდაჭერით შექმნილი ზარზმის აკადემია მთელი საქართველოს მასშტაბით მათემატიკის ოლიმპიადას ატარებს. ოლიმპიადაზე რეგისტრაციის დასრულებამდე 2 დღე დარჩა!
მათემატიკური ოლიმპიადა "ზარზმა", მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდება. სურვილის შემთხვევაში ოლიმპიადაზე დაიშვებიან მე-7 კლასის მოსწავლეებიც. ოლიმპიადის ყველა ეტაპი მონაწილეებისთვის სრულიად უფასოა. გააგრძელეთ კითხვა
"ზარზმის აკადემია" ქვეყნის მასშტაბით მათემატიკის ოლიმპიადას ატარებს - რეგისტრაციის ვადა და განრიგი