ავტორი:

"არასდროს, არასდროს დანებდე" - რა კადრებს აქვეყნებს ქართველი ტოპ მოდელი, მატილდა გვარლიანი

"არასდროს, არასდროს დანებდე" - რა კადრებს აქვეყნებს ქართველი ტოპ მოდელი, მატილდა გვარლიანი

ქართველი ტოპ მოდელი მატილდა გვარლიანი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მხარდაჭერას უცხადებს და თავის პროტესტს "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული "სთორებით" გამოხატავს.

მატილდა იმ ცნობილი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ღიად გამოთქვამენ თავიანთ პოზიციას. მას ამჯერად ზურაბ ჟვანიას ცნობილი ვიდეო აქვს გამოქვეყნებული, სადაც ჟვანია ამბობს:

"არის მომენტები, როდესაც საზოგადოებამ უნდა თქვა მკაფიო არა, არის მომენტები, როდესაც საზოგადოებამ უნდა უთხრას ხელისუფლებას, შენ ვერ წამართმევ მე იმ უფლებას, რომელიც მე ღმერთმა მომცა იმ მომენტში, როდესაც გამაჩინა ადამიანად. თუ საზოგადოება ამას ვერ მოახერხებს, თუ საზოგადოების კონსოლიდაცია ვერ ხერხდება ამ მთავარი "არას" სათქმელად, მაშინ ის საზოგადოება ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებს, ის იქნება დამონებული, ის იქნება ყოველთვის მარიონეტის, გამოსაყენებელი მასალის როლში თავისი ხელისუფლების ხელში".

  • გარდა ამისა, მატილდა აზიარებს ფოტოს, სადაც წერია - "არასდროს, არასდროს დანებდე". ქართველ ტოპ მოდელს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფოტოც აქვს გამოქვეყნებული, სადაც ზურაბიშვილის სპეცრაზმთან მისვლის კადრია აღბეჭდილი.

შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი დააკავეს და რამდენი დაშავდა საპროტესტო აქციაზე.

ნახეთ ასევე:

"დღეს ბებიები იცავდნენ შვილიშვილებს რობოკოპებისგან - მეც მყავდა ჩემი დაცვა!" - რეჟისორი დათა თავაძე აქციაზე ბებიასთან - მაკა მახარაძესთან ერთად