ავტორი:

"პრეზიდენტი ჰქვია ქალს, რომელიც "რუსო“, "რუსოს“ ყვირის? საზიზღრობებს კადრულობს - ქართველ პოლიციელს რომ რუსს ეძახის, ის პრეზიდენტია?" - მამუკა მდინარაძე

"პრეზიდენტი ჰქვია ქალს, რომელიც "რუსო“, "რუსოს“ ყვირის? საზიზღრობებს კადრულობს - ქართველ პოლიციელს რომ რუსს ეძახის, ის პრეზიდენტია?" - მამუკა მდინარაძე

"მინდა სპეცრაზმელებს მივმართო იმიტომ, რომ წინ შეიძლება რამდენიმე ასეთი მძიმე დღე იყოს. მესმის ქართველი ახალგაზრდა ვაჟკაცი ბიჭებისთვის რა მძიმეა, როცა შენს მეგობარს, თანამშრომელს ისე რომ გიმახინჯებენ, საოპერაციო ხდება. ესეც პირველ რიგში, დასაგმობი რამ არის", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან სპეცრაზმელებს მიმართა, რომ თუ შეურაცხყოფას აყენებენ, ამას სამშობლოს წინააღმდეგ იყენებენ და მოითმინონ.

"უმძიმესია, დედას და ცოლ-შვილს გაგინებენ, ესეც ზუსტად ვიცი, რატომ ვთქვი. უმძიმესია, როცა ახალგაზრდა ქართველ კაცს დედას და ცოლ-შვილს გაგინებენ. რამდენად უნდა აიტანო და ვის მოუწოდო, ესეც არ ვიცი, მაგრამ მიუხედავად ამისა, სულ უნდა გვქონდეს თავში, მივმართავ სპეცრაზმელებს: ბიჭებო, ამას შენი სამშობლოს წინააღმდეგ იყენებენ. დღევანდელი ნარატივი ამაზეა გადართული და ტყუილ-მართალზე, განცხადებაში რომ ეწერა, არავინ ლაპარაკობს. ამიტომ, გთხოვთ თქვენი ქვეყნისთვის, რომელიც არანაკლებად გიყვართ, ვიდრე თქვენი ოჯახები, აიღოთ თავს ზევით კიდევ მეტი პასუხისმგებლობა, რომ ამ შემთხვევაშიც კი რაღაცნაირად მოითმინოთ. ჩემი მხრიდან შეიძლება ადვილი სალაპარაკოა, ჩვენ ამ რაღაცებს მივეჩვიეთ. ურთულესია 25-20-35 წლის კაცებს მოუწოდო, რომ ესეც მოითმინონ.

გისახიჩრებენ, გვერდზე ხან შურდულით რკინის ბურთულებს ესვრიან პოლიციელებს, სპეცრაზმელებს, თავს უტეხენ და საოპერაციოები ხდებიან ბიჭები, დედას და ცოლ-შვილს აგინებენ. ურთულესია, მაგრამ ამით მერე აზიანებენ თქვენს სამშობლოს, მშვიდობას, თქვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ეს გახსოვდეთ მუდამ, ჩემი მობოდიშებით თხოვნაა თითოეული თქვენგანის მიმართ. მე ასევე მხარს ვუჭერ ყველა პოლიციელს, ყველა სპეცრაზმელს რომელიც თავისი სამშობლოს სიყვარულით და ერთგულებით დგას იქ. ისიც უნდა დავგმოთ, რასაც მოქალაქეების მიმართ ახორციელებენ, რასაც სპეცრაზმელების და გმირი პოლიციელების მიმართ აკეთებენ. პრეზიდენტი ჰქვია ქალს, რომელიც რუსო, რუსო ყვირის? საზიზღრობებს კადრულობს. პრეზიდენტი უნდა ვეძახოთ? ქართველ პოლიციელს რომ რუსს ეძახის, ის პრეზიდენტია?“ - განაცხადა მდინარაძემ.