ავტორი:

პროტესტი გრძელდება ბათუმშიც - მომიტინგეებმა ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩები გადაკეტეს

პროტესტი გრძელდება ბათუმშიც - მომიტინგეებმა ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩები გადაკეტეს

ბათუმში აქციის მონაწილეებმა, პროტესტის ნიშნად თბილისის მოედანთან ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩები გადაკეტეს. ისმის შეძახილები “გამოდი”.

აქციის მონაწილეებმა მანამდე, ბათუმის მთავარი შესასვლელი რამდენიმე წუთით გადაკეტეს.

“საპროტესტო აქციაზე მოქალაქეების რაოდენობა იზრდება. გვიერთდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტებიდან, მოდიან სახლებიდან ბავშვებით. ყველა თაობა აქ არის და იბრძვის ერთადერთისთვის ევროპული მომავლისთვის”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

  • განახლება 21:08

"მონებო“ - ამ შეძახილებით ბათუმის მერიის შენობასთან აქციის მონაწილეები მივიდნენ.

მათი განცხადებით, ბათუმის თვითმმართველობას რუსული ხელისუფლება მართავს და ქალაქის მერი გაყალბებული არჩევნების მონაწილეა.

ბათუმის მერიის შენობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ბათუმის საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი და კიდევ ორი დეპუტატი შევიდა, ბათუმის მერიის შენობაში და საქართველოსა და ევროკავშირის დროშა გადმოფინეს.

„მოქალაქეებს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოთ ქალაქის თვითმმართველობაში შესვლის შესაძლებლობა. აქ რუსულ მთავრობას მილიციელები გაუმაგრებია და თავს იცავს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოსა და ტელევიზიის შენობისკენ მიემართებიან, შემდეგ კი აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლებენ.

იხილეთ ასევე: