დერმატოლოგ - ვენეროლოგი ზაზა თელია გუშინდელ აქციაზე დაშავებულ "ფორმულას“ ჟურნალისტზე, გურამ როგავაზე სოციალურ ქსელში წერს:
"ამ ადამიანს ბედი ჰქონია რომ გადაურჩა სიკვდილს, ეს იგივეა ვინმემ იარაღი გესროლოს თავში და გაგიმართლოს და გადარჩე..... არა უარესია, რაც ვიდეოში ჩანს, რადგან ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ტრავმა ამ ადამიანს არააფექტურ მდგომარეობაში მიაყენეს
ანუ, ის პირუტყვი ნაძირალა, რომელიც ზურგიდან თავში ურტყამს ამ კაცს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ იქნას იდენტიფიცირებული და უმკაცრესად დასჯილი. ან ოჯახი არ ჰყავს ან შვილები არ ჰყავს ამ პირუტყვს.
რაღა დარჩა ზღვარი - "ცხოველების ფერმაში" ვართ
შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი და სპეციალურ საშუალებები, მათ შორის ცრემლსადენ გაზს, და ე.წ. წიწაკის სპრეის მომიტინგეთა წინააღმდეგ, თუმცა დემონსტრანტები მთელი ღამე არ დაშლილა. აქციის დაშლისას სასტიკად გაუსწორდნენ მომიტინგეებსა და პრესის წარმომადგენლებს.
იხილეთ ასევე: