ავტორი:

პარლამენტის შენობის უკანა პერიმეტრზე ვითარება დაიძაბა - ჭიჭინაძის ქუჩაზე შსს-ს თანამშრომლებსა და პროტესტანტებს შორის დაპირისპირებაა

პარლამენტის შენობის უკანა პერიმეტრზე ვითარება დაიძაბა - ჭიჭინაძის ქუჩაზე შსს-ს თანამშრომლებსა და პროტესტანტებს შორის დაპირისპირებაა

პარლამენტის უკან ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის თავდაპირველად ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას, რის შემდეგად მოქალაქეებმა პოლიციის მისამართით დაიწყეს პლასტმასის ბოთლების სროლა, რაც პოლიციამ უკან დაუბრუნა სროლით. ამასთანვე, დემონსტრანტებმა სპეცრაზმის მიმართულებით ისროლეს კვერცხები.

პარლამენტის უკან, ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს აფრთხილებს და წესრიგის დამყარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ სპეციალურ საშუალებებს.

მიუხედავად გამაფრთხილებელი მოწოდებისა აქციის მონაწილეები არ იშლებიან. ადგილზე მობილიზებულია როგორც კრიმინალური და საპატრულო პოლიცია ასევე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტთან მორიგი ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს. ათასობით პროტესტანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მეორე დღეა აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის გაცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებენ. ეს განცხადება მოქალაქეების დიდმა ნაწილმა საგარეო კურსის რუსეთისკენ ცვლილების მტკიცებულებად მიიჩნია.