სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს მიმდებარედ იდგა, რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა. მათ უკან მოჰყვება წყლის ჭავლის და სახანძრო-სამაშველო მანქანა.
ასევე, სპეცდანიშნულების რაზმი პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე.
პარალელურად, საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირსა და 9 აპრილის ქუჩის კვეთაზე კორდონი გააკეთეს. ისმის გაფრთხილება აქციის დაშლის შესახებ.
აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირზე, სპეცრაზმელების წინ რამდენიმე რიგად ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. ახალგაზრდებმა ერთმანეთს ხელი ჩაკიდეს და საპოლიციო ძალების პირისპირ სწორედ ასე დგანან.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტთან მორიგი ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს. ათასობით პროტესტანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მეორე დღეა აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის გაცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებენ. ეს განცხადება მოქალაქეების დიდმა ნაწილმა საგარეო კურსის რუსეთისკენ ცვლილების მტკიცებულებად მიიჩნია.
იხილეთ ასევე: