საპოლიციო ძალების მხრიდან აქციის მონაწილეების დაკავება გრძელდება. კრიმინალურმა პოლიციამ ჭანტურიას ქუჩაზე სამი ახალგაზრდა მამაკაცი იმ დროს დააკავა, როცა ისინი ავტომობილში ჩასხდნენ.
კერძოდ, როგორც თვითმხილველმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, სამივე დაკავებული მეგობრებთან ერთად ჭანტურიას ქუჩაზე იდგა და სახლში დაბრუნებას გეგმავდა. სწორედ მაშინ, როდესაც ისინი ავტომობილში ჩასხდნენ, კრიმინალური პოლიციის რამდენიმე წარმომადგენელი ერთდროულად მიუახლოვდა მანქანას, ავტომობილში მყოფების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს და ისინი ავტომობილიდან გადმოიყვანეს, შემდეგ კი დააკავეს.
"ჩვენს თვალწინ მანქანიდან სამი ბიჭი გადმოათრიეს და წაიყვანეს. მანქანას აბრუნებდნენ “მერიოტის“ გვერდით. გამოვარდნენ და წაათრიეს. მანქანის ფარები ანთებულია. იქნებ მოაკითხოთ ნაცნობებმა" - წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.