პუტინის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი ტელეგრამზე ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აფასებს. კანდელაკი წერს, რომ ამერიკელი სპეციალისტებისთვის ახლა უკანასკნელი იმედი სალომე ზურაბიშვილია, რომელიც პირადად მონაწილეობს არეულობებში
"ვაღიარებ, გამიკვირდა, როცა არჩევნების შემდეგ საქართველოში არ ყოფილა "მაიდანის" მსგავსი პროტესტის მოწყობის მცდელობა. მაგრამ შემდეგ მივხვდი, რატომ – უბრალოდ ყველა ამერიკელი სპეციალისტი ძალიან დაკავებული იყო საკუთარ ქვეყანაში, სადაც უშედეგოდ ცდილობდნენ, რომ ტრამპი არ დაბრუნებულიყო.
ვამაყობ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ. რა სარგებელი აქვს დღეს საქართველოს ევროკავშირისგან? - დარიგებები, მუქარა და შანტაჟი. ეს ვის და რატომ სჭირდება? ასეთ შემთხვევაში ურთიერთობების დაპაუზება შესანიშნავი გადაწყვეტილებაა.
და, რა თქმა უნდა, აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის სიბრძნით. უცხოელი სპეციალისტების ძალისხმევის მიუხედავად, „მასობრივი პროტესტი“ არ გამოუვათ. ბრავო,მეგობრებო!" - წერს კანდელაკი.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამის შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. თბილისში მიმდინარე აქციაზე ამ დროისთვის 107 ადამიანი ჰყავს დაკავებული შსს-ს.
წაიკითხეთ ასევე: