"ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას საქართველოს იუსტიციის სახლის თანამშრომლებიც ემიჯნებიან.
"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის თანამშრომლები ვაცხადებთ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება სცდება პოლიტიკური გემოვნების საკითხს.
იგი ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გაცხადებულ მიზანს.
იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მნიშვნელოვანი წვლილი გვაქვს შეტანილი ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში. შესაბამისად, ამ პროცესის შეჩერება ჩვენთვის მეტად მტკივნეულია.
გვჯერა, რომ სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ერთადერთი გზა, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი! ვემსახურებით საქართველოს და უპირობოდ ვიცავთ მის კონსტიტუციას!" - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ რამდენიმე სახელმწიფო უწყების თანამშრომლებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და გაემიჯნონ "ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას. მათ შორის არის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და განათლების სამინისტროს თანამშრომლები. ასევე მოსამართლეებიც ნაწილი ემიჯნება მმართველი პარტიის პოზიციას.
წაიკითხეთ ასევე: