"კარგად ვიქნებით ორივე" - წერს ჟურნალისტი გურამ როგავა და მარიამ გაფრინდაშვილთან ერთად კლინიკიდან ფოტოს აქვეყნებს.
მედიის ორივე წარმომადგენელი საპროტესტო აქციებზე დაშავდა.
"ტვ პირველის" ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი გუშინ დაშავდა. ტელეკომპანიის ცნობით, მას ფიზიკურად სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები გაუსწორდნენ.
არხის ცნობით, მარიამ გაფრინდაშვილს თავი აქვს გატეხილი, უჭირს სუნთქვა. ასევე, აღენიშნებოდა გონების დაკარგვის ეპიზოდი.
მარიამ გაფრინდაშვილი რამდენიმე წუთის წინ, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში წუხელისვე გადაიყვანეს.
რაც შეეხება გურამ როგავას, ის 28 ნოემბრის ღამეს დაშავდა. ექიმის ინფორმაციით, მას ჰქონდათ სხეულის ზედაპირზე რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, თუმცა ახლა მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.
"ერთ-ერთ მათგანს ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა, ამ მომენტისთვის თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. ასევე ჩვენს განყოფილებაში კიდევ ერთი მამაკაცი სახის ძვლის მოტეხილობით და კისრის მეშვიდე მალის რკალის ხაზოვანი მოტეხილობით იმყოფება. დანარჩენ მოქალაქეებს ჰქონდათ სხეულის სხვადასხვა ზედაპირზე რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. დანარჩენი მოქალაქეების მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ექიმმა.