ავტორი:

"როგორც ადამიანს და როგორც ქართველს, ძალიან მიჭირს ასეთი მძიმე კადრების ყურება" - რას წერს ალექსანდრე თოფურია

"როგორც ადამიანს და როგორც ქართველს, ძალიან მიჭირს ასეთი მძიმე კადრების ყურება" - რას წერს ალექსანდრე თოფურია

UFC-ის ქართველი მებრძოლი, UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ძმა, ალექსანდრე თოფურია საქართველოში მიმდინარე ამბებს ეხმიანება და "ინსტაგრამზე" წერს:

"როგორც ვხედავ, საქართველოში სიტყვის თავისუფლებას მინიმუმ ერთ რაუნდიანი ბრძოლის ფასი აქვს, მნიშვნელობა არ აქვს, ქალი ხარ თუ კაცი, ბავშვი თუ მოზარდი.ბუნებრივია, რომ ხალხი გაბრაზებული გამოვიდა იმის გასაპროტესტებლად, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.სახელმწიფოს თმენის ვალდებულება გააჩნია ყველაზე განრისხებული მოქალაქის ქცევის მიმართაც კი!

როგორც ადამიანს და როგორც ქართველს, ძალიან მიჭირს ასეთი მძიმე კადრების ყურება. ვწუხვარ, რომ ჩვენი ქვეყანა ასეთი გამოწვევების წინაშე დგას“ — წერს UFC-ის მებრძოლი, ალექსანდრე თოფურია