რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ გაზის კაფსულებს ინტენსიურად იყენებს, შესაბამისად, ისევ არიან დაშავებულები.
რუსთაველის გამზირის მთელს პერიმეტრზე ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. სხვადასხვა ადგილზე ცეცხლი უკიდია მომიტინგეების მიერ აღმართულ ბარიკადებს. აქციის მონაწილეები ძირითადად ნაგვის ურნებს წვავენ.
აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზის გაშვების შემდეგ პერიოდულად ტოვებენ ტერიტორიას, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ისევ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ბრუნდებიან.
რამდენიმე წუთის წინ სპეცრაზმის წარმომადგენლებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს.