ავტორი:

“ყველა ამბობს რომ გუშინ აღარ იყო ისეთი სისასტიკე, როგორც წინა დღეებში, ეს იცით რისი დამსახურებაა?“ - ნანუკა ჟორჟოლიანი სპორტსმენებს, საჯარო მოხელეებს და ყველა საჯაროდ მხარდამჭერებს მიმართავს

“ყველა ამბობს რომ გუშინ აღარ იყო ისეთი სისასტიკე, როგორც წინა დღეებში, ეს იცით რისი დამსახურებაა?“ - ნანუკა ჟორჟოლიანი სპორტსმენებს, საჯარო მოხელეებს და ყველა საჯაროდ მხარდამჭერებს მიმართავს

“იცოდეთ, თქვენი სიტყვა ფარია, რომელიც აქ, ბრძოლაში მყოფ ქართველებს იცავს!“ - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ყველა ადამიანმა, ვინც აქციაზე მყოფთა მხარდაჭერა გამოხატა, სინამდვილეში მათ აარიდა ძალადობის საფრთხე, რომელიც დარბევის შემთხვევაში ყველას ემუქრება.

  • “ყველა ამბობს რომ გუშინ აღარ იყო ისეთი სისასტიკე, როგორც წინა დღეებში და ეს იცით რისი დამსახურებაა? საჯარო მხარდაჭერების.

აი, რამხელა ძალა აქვს თქვენს სწორ და მკაფიო პროტესტს სპორტსმენებო.

რამხელა ძალა აქვს საჯარო მოხელეების გადადგომას, პროტესტს, განცხადებებს.

ბიზნესის სწორ რეაქციებს!

მათ ეგონათ რომ გიყიდათ!! ჩვენ დავინახეთ რომ არა! მიუხედავად ყველაფრისა, მაინც საქართველო აირჩიეთ და იცოდეთ, თქვენი ამაღლებული ხმით, თქვენხელა ახალგაზრდები გუშინ დაიცავით სასტიკი თავდასხმებისგან!

იცოდეთ, თქვენი სიტყვა ფარია, რომელიც აქ, ბრძოლაში მყოფ ქართველებს იცავს!“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რუსთაველზე მიმდინარე აქციამ, გამთენიისას მელიქიშვილზე, შემდეგ კი თსუ-თან გადაინაცვლა.

შეკრებილები სპეცრაზმს გამოერიდნენ, რომლებიც მათი დაშლისთვის ემზადებოდნენ.

ამჟამად აქცია ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარეობს და მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. მათი თქმით, დღეს პროტესტი რუსთაველის გამზირზე ისევ განახლდება.

იხილეთ ასევე: