ავტორი:

მობილიზებული სპეცრაზმი, საპოლიციო ძალები პარლამენტის ყველა შესასვლელთან, წყლის ჭავლის მანქანა - როგორია ვითარება პარლამენტთან

მობილიზებული სპეცრაზმი, საპოლიციო ძალები პარლამენტის ყველა შესასვლელთან, წყლის ჭავლის მანქანა - როგორია ვითარება პარლამენტთან

საპოლიციო ძალები ჭიჭინაძის ქუჩაზეც განლაგდნენ.

ამ დროისთვის პარლამენტის ყველა შესასვლელთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან კი სპეცრაზმელების მობილიზებაა. ადგილზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც.

პარალელურად, თავისუფლების მოედანზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა. ადგილზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანა. ასევე, თავისუფლების მოედანზე იმყოფებიან სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების პროტესტი მეოთხე დღეა გრძელდება. ამ დროისთვის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგეები იკრიბებიან.

ისინი სკანდირებენ: “საქართველოს გაუმარჯოს”.