ავტორი:

რა ვითარებაა ჩიტაძის ქუჩაზე, სადაც სამართალდამცავები სპეცდანიშნულების რაზმმა ჩაანაცვლა - გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც

რა ვითარებაა ჩიტაძის ქუჩაზე, სადაც სამართალდამცავები სპეცდანიშნულების რაზმმა ჩაანაცვლა - გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც
  • ფოტოები: ვანო გორგიშვილი, ინტერპრესნიუსი

პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე სამართალდამცავები სპეცდანიშნულების რაზმმა ჩაანაცვლა. აღნიშნულ ქუჩაზე ასევე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც.

  • ამ ფაქტს აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ. პარალელურად ჭიჭინაძის ქუჩაზე, წყლის ჭავლის მანქანის საშუალებით ტერიტორიას დემონსტრანტებისგან ათავისუფლებენ.

ამასთანავე, აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმის წინააღმდეგ პიროტექნიკას აქტიურად იყენებენ.

წყლის ჭავლის გამოყენებით პარლამენტის შენობის წინა ტერიტორიასაც აქციის მონაწილეებისგან ასუფთავებენ.