ავტორი:

"მამაჩემს საათზე მეტხანს აწამებდა და ყველაფერს ვიდეოთი იღებდა..." -  რას ჰყვება გურიაში სპეცრაზმელის მიერ მოკლული კაცის შვილი, რომელიც ახლა რუსთაველზე აქციაზე დგას?

"მამაჩემს საათზე მეტხანს აწამებდა და ყველაფერს ვიდეოთი იღებდა..." -  რას ჰყვება გურიაში სპეცრაზმელის მიერ მოკლული კაცის შვილი, რომელიც ახლა რუსთაველზე აქციაზე დგას?

რამდენიმე დღეა რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ადამიანების პროტესტი გრძელდება. სოციალურ ქსელში სპეცრაზმელების ქმედებას ემოციურად გამოეხმაურა აქციის არაერთი მონაწილე და მათ შორის ანანო სარჯველაძე. მას შემდეგ, რაც მის ოჯახს თავს დაატყდა დიდი უბედურება, არ უკვირს სპეცრაზმელების ასეთი სისასტიკე. ანანოს მამა ლანჩხუთში ამ ზაფხულს სასტიკი წამებით ყოფილმა სპეცრაზმელმა მოკლა.

  • ლანჩხუთში მომხდარი უმძიმესი მკვლელობის დეტალებზე "კვირის პალიტრა" წერდა. შემზარავი დანაშაული 8 აგვისტოს ლანჩხუთში, სარჯველაძეების ფერმაში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, იმ საბედისწერო დღეს თემურ სარჯველაძეს მისი თანაკლასელის შვილი დავით ტუღუში სასტიკად გაუსწორდა და წამებით მოკლა.

ანანო სარჯველაძე:

- ძალიან ვინერვიულე ეს დღეები. ღამე გავათენე და ძალიან გაბრაზებული მოვედი აქციიდან, სადაც ასე უმოწყალოდ უსწორდებიან სპეცრაზმელები ადამიანებს. ასეთმა შეურაცხადმა სპეცრაზმელმა მოკლა მამაჩემი. მას დაუდგინდა შიზოფრენია, მაგრამ ახლა ჩვენ დიდი ბრძოლა დაგვჭირდება, რომ ის 4 წელიწადში არ გამოვიდეს იქიდან. 4 წელი უნდა გაატაროს ფსიქიატრიულში. არადა ჩადენილია უმძიმესი დანაშაული. სპეცრაზმელმა საშინელი წამებით მოკლა მამაჩემი და იმდენად შოკში ვარ დღემდე, რომ არ შემიძლია იმ საზარელი დეტალების მოსმენაც კი. მამაჩემი აღარ არის, დიდი ტკივილია და დიდი უბედურება ჩვენთვის. ყოველ ჯერზე მკვლელი სხვადასხვა ჩვენებას აძლევდა გამოძიებას და სამხარაულის ექსპერტიზით დადგინდა, რომ შიზოფრენია აქვს. ძალოვანი სტრუქტურებიდან წამოსული იყო, უკვე ცუდად იყო.

მეორე ძალიან დიდი უბედურება ის არის, რომ ასეთი დაავადებულების ოჯახის წევრებიც არაფერს აკეთებენ, ხმას არ იღებენ და ისინიც დაუცველები არიან. როგორც ვიცი, მისი ოჯახის წევრებიც იყვნენ მოძალადის მსხვერპლები. ყოველ დალევაზე ძალადობდა მათზე. აწიოკებული ჰყავდა ოჯახი, დედასაც და ცოლსაც აბამდა და სასტიკად უსწორდებოდა, წამება იყო მისი საქმე. მის ოჯახს ხმა ამაზე რომ ამოეღო, აეტეხა განგაში, გამოეძახა პოლიცია, მამაჩემი დღეს ცოცხალი იქნებოდა, მაგრამ ეტყობა ეშინოდა ოჯახს, რადგან დაუცველია დღეს მსხვერპლი. დაიჭერენ მოძალადეს და ისევ ქუჩაში უშვებენ.

მამაჩემი მან წამებით მოკლა, ეს იყო განზრახ მკვლელობა, როგორც ვიცი, ერთ საათზე მეტხანს აწამებდა...განაგრძეთ კითხვა