ავტორი:

დემონსტრანტები პიროტექნიკას ისვრიან, სპეცრაზმი პერიოდულად იყენებს მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს - რა ვითარებაა პარლამენტთან

დემონსტრანტები პიროტექნიკას ისვრიან, სპეცრაზმი პერიოდულად იყენებს მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს - რა ვითარებაა პარლამენტთან

პარლამენტის მიმდებარედ, ჩიტაძის ქუჩა დემონსტრანტებმა სრულიად გაათავისუფლეს და ჭიჭინაძის ქუჩაზე გადაინაცვლეს.

  • აქციის მონაწილეები ახლა ჭიჭინაძის ქუჩაზე დგანან, სადაც სპეცრაზმელები არიან განლაგებული.

საპოლიციო ძალები მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებენ. აქციის მონაწილეები კი ხელოვნურად აღმართულ ბარიკადებს მიღმა იმყოფებიან და პიროტექნიკის გამოყენებით უწევენ სპეცრაზმელებს წინააღმდეგობას.

რაც შეეხება უშუალოდ, პარლამენტის წინა პერიმეტრს, ტერიტორიაზე მომიტინგეები ამ დროისთვის, აღარ იმყოფებიან.