ავტორი:

ბოლო საათების ქრონიკა ფოტოებში: დაკავებები, ბარიკადები და დროდადრო დაძაბული სიტუაცია - რა ხდება პარლამენტთან?

ბოლო საათების ქრონიკა ფოტოებში: დაკავებები, ბარიკადები და დროდადრო დაძაბული სიტუაცია - რა ხდება პარლამენტთან?
  • ფოტოები: გიორგი ჟამერაშვილი, ინტერპრესნიუსი

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის პერიოდულად იძაბება, თუმცა დაახლოებით, ბოლო 2 საათის გამავლობაში, მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი არ გამოუყენებიათ.

  • პროტესტის მონაწილეების რუსთაველის გამზირიდან გაყვანა ხდება ე.წ. გაზის კაფსულების გამოყენებით. ისინი, ამ დროისთვის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორიას იკავებენ.

ასევე, დემონსტრანტების მხრიდან სპეცრაზმის წინააღმდეგ სისტემატურად ხდება პიროტექნიკის გამოყენებაც. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავები დევნიან მათ რუსთაველის გამზირიდან, პროტესტის მონაწილეები პროტესტის ადგილზე დაბრუნებას მაინც ახერხებენ. პარალელურად აქციის მონაწილეები აგებენ ბარიკადებს.

სპეციალური დანიშნულების რაზმის ნაწილმა კი რუსთაველის გამზირი დატოვა, ნაწილი რჩება სასტუმრო "თბილისი მერიოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე.

ბოლო საათების განმავლობაში დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილეც.