თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორ ნინია მაჭარაშვილს თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს. ამის შესახებ მისი მეუღლე, ჟურნალისტი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ნინიას მოსთხოვეს თბილისის ბიბლიოთეკების დირექტორის თანამდებობიდან წასვლა. მიზეზად დაუსახელეს, რომ მერიისა და მისი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ასევე, კახა კალაძის პირადი დამოკიდებულება მის მიმართ.
შესთავაზეს, რომ თუკი თავად დაწერს განცხადებას, პრობლემებს არ შეუქმნიან თანამშრომლებს და არ მოითხოვენ იმ ადამიანებiს სიას, ვინც ხელი მოაწერა მათ საწინააღმდეგო განცხადებას, რაზეც ნინიამ თავიდანვე უთხრა სასტიკი უარი.
თქვე გალაქტიკური მასშტაბის ყლ***ო (მკითხველთან ბოდიში), თქვე საწყლებო", - წერს დათო გორგილაძე.