ავტორი:

"უკნიდან ჩაარტყეს, ხრეშიან მიწაზე ახოხიალეს. ურტყეს ზურგში, ფეხებში და სახეზე” - “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრს, გელა ხასაიას საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ

"უკნიდან ჩაარტყეს, ხრეშიან მიწაზე ახოხიალეს. ურტყეს ზურგში, ფეხებში და სახეზე” - “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრს, გელა ხასაიას საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ

“კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენელს, “გირჩი - მეტი თავისუფლების” წევრს გელა ხასაიას უცნობი პირები თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

  • ამასთან, დაშავებულის მეგობარი ანა ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა ხასაიას საცხოვრებელ სახლთან მოხდა.

“გელას დაესხა თავს სახლთან 3 ადამიანი. უკნიდან ჩაარტყეს, ხრეშიან მიწაზე ახოხიალეს. ურტყეს ზურგში, ფეხებში და სახეზე”, - წერს ყურაშვილი “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე და დაშავებულის ფოტოს აქვეყნებს.