ავტორი:

"ერის გახლეჩა არ არის ღირსეული საქციელი... არ შეიძლება ამდენ ხალხს მოღალატე ეძახო, მხოლოდ იმიტომ, რომ მოატყუე!" - რას წერს ნატალია ქუთათელაძე

"ერის გახლეჩა არ არის ღირსეული საქციელი... არ შეიძლება ამდენ ხალხს მოღალატე ეძახო, მხოლოდ იმიტომ, რომ მოატყუე!" - რას წერს ნატალია ქუთათელაძე

მომღერალი ნატალია ქუთათელაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულოს დანაპირები.

"ერის გახლეჩა არ არის ღირსეული საქციელი. არ შეიძლება ერთს ამბობდე და მეორეს აკეთებდე, ამას ტყუილი ჰქვია. რადგან ასე ძალიან გვიყვარს შედარებები, წინა ხელისუფლებაც გასცდა კონსტიტუციის ფარგლებს, ანუ დაირღვა დემოკრატიის მთავარი ღირებულება და გადაიქცა დიქტატორულ რეჟიმად.

ის ვინც არღვევს კონსტიტუციას ხდება დიქტატორი! შეასრულეთ ის დანაპირები, რის გამოც ქვეყნის უმრავლესობამ გაჩუქათ ყველაზე ძვირფასი, ნდობა! არ შეიძლება ამდენ ხალხს მოღალატე ეძახო, მხოლოდ იმიტომ, რომ მოატყუე! დაიცავით ღირსება!დაიცავით კონსტიტუცია!" - წერს ნატალია ქუთათელაძე.

  • ცნობისთვის, რამდენიმე დღეს საქართველო მსოფლიო მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ყველაფერი 28 ნოემბერს დაიწყო, როცა პრემიერმა გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

მას შემდეგ, მეხუთე დღეა თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელსაც პერიოდულად სპეცდანიშნულების რაზმი წყლის ჭავლითა და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით შლის.

წაიკითხეთ ასევე: