თსუ-ის პირველ კორპუსთან მყოფმა აქციის მონაწილეებმა ტერიტორია საპოლიციო ძალების გამოჩენისთანავე დატოვეს.
ამ წუთებში ტერიტორია სრულად აქვთ დაკავებული სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებსა და სამართალდამცავებს. ისინი ჭავჭავაძის გამზირს აქციის მონაწილეების მიერ მოწყობილი ბარიკადებისგან ათავისუფლებენ. ადგილზეა განლაგებული წყლის ჭავლის მანქანაც.